Minds-Bridge-ის შესახებ
Minds-Bridge შეიქმნა რწმენით, რომ მხარდაჭერის პოვნა უნდა იყოს მარტივი და დადებითი გამოცდილება. ჩვენ ვეხმარებით ინდივიდებს, დამოუკიდებელ ფსიქოლოგებთან დაკავშირებაში, რათა შეძლონ შესაფერისი მხარდაჭერის პოვნა და პირველი ნაბიჯის გადადგმა მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებიან.
პირველი ნაბიჯი - ინდივიდუალური ტემპით
გაეცანით ფსიქოლოგების პროფილებს, მათ მიდგომებსა და თავისუფალ დროებს, მოითხოვეთ თქვენთვის შესაფერისი ონლაინ ან ადგილზე შეხვედრა. Minds-Bridge ძიებისა და დაჯავშნის პროცესს გაგიმარტივებთ, შეხვედრებს კი თქვენ მიერ არჩეული დამოუკიდებელი ფსიქოლოგი ატარებს.
ინფორმირებული არჩევანი და ნდობა
ფსიქოლოგის არჩევა პირადი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამიტომ, პროფილის გამოქვეყნებამდე ვეცნობით მის პროფესიულ კვალიფიკაციას და ვამოწმებთ პროფილში მითითებულ ინფორმაციას. ჩვენი მიზანია, უკეთ გაიცნოთ სპეციალისტი შეხვედრამდე და არჩევანი გააზრებულად გააკეთოთ. ნდობა და თანამშრომლობა კი უშუალოდ თქვენსა და ფსიქოლოგს შორის, შეხვედრების განმავლობაში ყალიბდება.
მხარდაჭერა გზადაგზა
თუ ვებსაიტის გამოყენებისას ან შეხვედრის დაჯავშნისას კითხვები გაგიჩნდებათ, Mari Chat დაგეხმარებათ. რთულ მომენტებში მასთან თბილი, მხარდამჭერი საუბარიც შეგიძლიათ. Mari არ არის ფსიქოლოგი და ვერ ჩაანაცვლებს თერაპიას, გადაუდებელ ან კრიზისულ დახმარებას.