Minds-Bridge

ფსიქოლოგები

ლიცენზირებული სპეციალისტები. ონლაინ და ადგილზე სესიები.

8 ფსიქოლოგი

ანა კოკაია

ანა კოკაია

80 ₾

Tbilisi

გამარჯობა, მე ვარ ანა კოკაია, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი და ბავშვთა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში მოვიპოვე, ხოლო მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე. ჩემი პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდების განვითარების მხარდაჭერას, ქცევითი სირთულეების მართვასა და ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარების განვითარებას. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რაც მოიცავს პედაგოგების, სპეციალური პედაგოგებისა და მშობლების გადამზადებას. ჩემი მიზანია დავეხმარო მშობლებს, მოზარდებსა და ბავშვებს ეფექტური კომუნიკაციისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. კონსულტაციების პროცესში ვიყენებ ინდივიდუალურ, მეცნიერულად დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც თითოეული ოჯახის საჭიროებებზეა მორგებული. ჩემთან შეხვედრისას დაგხვდებათ უსაფრთხო, მხარდამჭერი და ემპათიური გარემო, სადაც ერთობლივად ვიმუშავებთ სასურველი შედეგების მიღწევაზე.

მოზარდებიბავშვებიმშობლობა
ანანო ბუბუტეიშვილი

ანანო ბუბუტეიშვილი

100 ₾

Tbilisi

გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი თერაპიის (SFBT) მიმართულების ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი და სერტიფიცირებული ნეიროფიდბექ თერაპევტი. არის საქართველოს მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ცენტრის დამფუძნებელი. მუშაობს როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე ზრდასრულებთან. პროფესიული გამოცდილება მოიცავს ფსიქოთერაპიულ, კლინიკურ და აკადემიურ საქმიანობას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ჯანსაღ აღზრდას, ემოციურ კეთილდღეობასა და ადამიანების რესურსებზე დაფუძნებულ თერაპიულ პროცესს. პირისპირ ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნომერზე: 551 11 67 63.

შფოთვადეპრესიატრავმა
დავით ერაძე

დავით ერაძე

100 ₾

Tbilisi

კლინიკური ფსიქოლოგი (MA) და სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი მიდგომები: გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი თერაპია (Solution-Focused Brief Therapy — SFBT); EMDR Therapy - თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავების თერაპია „საქართველოს მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის“ დამფუძნებელი . „ევროპის მოკლევადიანი თერაპიის ასოციაციის“ (EBTA) წევრი.

შფოთვადეპრესიატრავმა
ელენე ნანობაშვილი

ელენე ნანობაშვილი

80 ₾

Tbilisi

ვარ ფსიქოლოგი, დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ამჟამად სპეციალიზაციას გავდივარ საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტში. მაქვს ბავშვებთან, თინეიჯერებთან და ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფში. მიმუშავია როგორც სპორტსმენებთან და სპორტულ გუნდებთან, ასევე შფოთვისა და სხვადასხვა ემოციური სირთულეების მქონე ადამიანებთან. ინდივიდის საჭიროებებიდან გამომდინარე, თერაპია შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე და კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული, ასევე უფრო ხანგრძლივი. თერაპია ჩემთვის არის უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია თავი იგრძნოს მოსმენილად, გაგებულად და მიღებულად. ეს არ არის მხოლოდ სირთულეების გადალახვის პროცესი, არამედ საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, შინაგანი პოტენციალის აღმოჩენისა და შემდეგ ამ ყველაფრის ცხოვრებაში რეალიზების შესაძლებლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნდობა, კონფიდენციალურობა, პირადი საზღვრები და თერაპიული ურთიერთობის ეთიკური პრინციპების დაცვა. ვატარებ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ სესიებს, ქართულ და ასევე ინგლისურ ენებზე.

შფოთვაურთიერთობებიკონსულტირება
მარიამ ჯღამაძე

მარიამ ჯღამაძე

90 ₾

Tbilisi

კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოსინთეზის ფსიქოთერაპევტი. მუშაობს მოზარდებთან და ზრდასრულებთან, ეხმარება მათ საკუთარი შინაგანი სამყაროს შესწავლაში, თვითშემეცნებასა და პიროვნულ ზრდაში. მისი თერაპიული მიდგომა აერთიანებს კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოსინთეზს. ადამიანის გამოცდილებას განიხილავს ერთიანობაში და ყურადღებას უთმობს როგორც ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვას, ისე პიროვნული პოტენციალის განვითარებას.

შფოთვაურთიერთობებისტრესი
მარიკა კუპრავა

მარიკა კუპრავა

100 ₾

Tbilisi

ფსიქოლოგი, რომლის ძირითადი მიმართულებებია ურთიერთობები, კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია და საკუთარი თავის უკეთ გააზრება. სესიებზე ქმნის თბილ და უსაფრთხო გარემოს, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად ისაუბროს საკუთარ ემოციებზე, ურთიერთობებში არსებულ სირთულეებსა და მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ღიაა ურთიერთობებზე, იდენტობასა და სექსუალობაზე სასაუბროდ და პატივს სცემს თითოეული ადამიანის პირად საზღვრებსა და მზაობას რთულ თუ მგრძნობიარე თემებზე სასაუბროდ. ონლაინ სესიებს ატარებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრებ კლიენტებთან. ხუთშაბათობით, 11:00-დან 14:00 საათამდე, საქართველოს დროით, ატარებს 20–25-წუთიან უფასო ონლაინ გაცნობით კონსულტაციებს. ჩასაწერად მოგვწერეთ ელფოსტაზე: mindbridgegeorgia@gmail.com. პირისპირ შეხვედრებს ატარებს კლინიკაში „ჯერარსი ნეიროფიდბექი“ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ კლინიკას ნომერზე: 599 00 28 58.

ურთიერთობებიკომუნიკაციაემოციური რეგულაცია

ნუცა იაშვილი

100 ₾

Tbilisi

ნუცა (ნინო) იაშვილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია, 13-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ამჟამად მუშაობს ფსიქოლოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და CBT ფსიქოთერაპევტად თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში. ასევე ეწევა კერძო პრაქტიკას. 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის სექტემბრამდე იყო ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო/საკონსულტაციო ცენტრის „გამოსავალი“ ფსიქოთერაპევტი დამოკიდებულების მიმართულებით. ახორციელებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, არტ-თერაპიას და ატარებდა ინტერპერსონალური ურთიერთობების ტრენინგებს დამოკიდებულების მქონე პირთა ჯგუფებთან. 2021 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე იყო გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი, სადაც ახორციელებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოთერაპიას, ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციასა და სუიციდის პრევენციას. მანამდე მუშაობდა სკოლის ფსიქოლოგად, ასევე ფსიქოლოგად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. თერაპიულ მუშაობაში ეყრდნობა კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას (CBT). მუშაობს შფოთვის, დაბალი თვითშეფასების, ურთიერთობის სირთულეების, ემოციური რეგულაციის პრობლემებისა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამჟამად გადის CBT-ის EABCT-ის სალიცენზიო პროგრამას და არის საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (GACBT) წევრი. თანაავტორია ემპათიისა და პროფესიული გადაწვის თემაზე რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევებისა. გთავაზობთ ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის მომსახურებას ზრდასრულებთან.

დამოკიდებულებატრავმადეპრესია
მარიამ დათუსანი

მარიამ დათუსანი

80 ₾

Tbilisi

ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხითა და ცხრაწლიანი პროფესიული გამოცდილებით. ამჟამად გადის გეშტალტ ფსიქოთერაპიის პროფესიულ სალიცენზიო პროგრამას. აქვს სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის ბავშვებთან, მოზარდებთან და მშობლებთან მუშაობის გამოცდილება. მუშაობდა ევროპულ სკოლაში, ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და Be Parent-ში. ამჟამად კერძო პრაქტიკაში კონსულტირებას უწევს მოზარდებსა და მშობლებს და თანამშრომლობს სიტყვის აკადემიასთან, როგორც ფსიქოლოგიის მოწვეული ლექტორი. ქმნის თბილ და ემპათიურ გარემოს, სადაც ყურადღებას უთმობს ემოციურ და სასკოლო სირთულეებს, ურთიერთობებსა და ცხოვრებისეულ ცვლილებებს. მუშაობისას ხელს უწყობს საკუთარი თავის უკეთ გაგებასა და ემოციური რეგულაციის განვითარებას. სესიებს ატარებს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

კონსულტირებაკომუნიკაციამოზარდები