Minds-Bridge

ფსიქოლოგი თბილისში

Minds-Bridge გეხმარებათ იპოვოთ ფსიქოლოგი და დაჯავშნოთ სესია ონლაინ ან პირისპირ. შეგიძლიათ გაეცნოთ სპეციალისტების პროფილებს, მიმართულებებს, ენებს, ფასს და ხელმისაწვდომ დროს.

რას ნახავთ პროფილებზე

თითოეულ პროფილზე ჩანს ფსიქოლოგის მიმართულებები, სამუშაო ენები, ქალაქი, სესიის ფორმატი და ფასი. ეს ინფორმაცია გეხმარებათ უფრო მარტივად გადაწყვიტოთ, ვისთან გსურთ პირველი შეხვედრის დაგეგმვა.

ანა კოკაია

ანა კოკაია

80 ₾

Tbilisi

გამარჯობა, მე ვარ ანა კოკაია, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი და ბავშვთა ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტში მოვიპოვე, ხოლო მაგისტრატურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასრულე. ჩემი პრაქტიკული საქმიანობა უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდების განვითარების მხარდაჭერას, ქცევითი სირთულეების მართვასა და ემოციური რეგულაციისა და სოციალური უნარების განვითარებას. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რაც მოიცავს პედაგოგების, სპეციალური პედაგოგებისა და მშობლების გადამზადებას. ჩემი მიზანია დავეხმარო მშობლებს, მოზარდებსა და ბავშვებს ეფექტური კომუნიკაციისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. კონსულტაციების პროცესში ვიყენებ ინდივიდუალურ, მეცნიერულად დაფუძნებულ მიდგომებს, რომლებიც თითოეული ოჯახის საჭიროებებზეა მორგებული. ჩემთან შეხვედრისას დაგხვდებათ უსაფრთხო, მხარდამჭერი და ემპათიური გარემო, სადაც ერთობლივად ვიმუშავებთ სასურველი შედეგების მიღწევაზე.

მოზარდებიბავშვებიმშობლობა
ანანო ბუბუტეიშვილი

ანანო ბუბუტეიშვილი

100 ₾

Tbilisi

გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი თერაპიის (SFBT) მიმართულების ფსიქოთერაპევტი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი და სერტიფიცირებული ნეიროფიდბექ თერაპევტი. არის საქართველოს მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და მოკლევადიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკის ცენტრის დამფუძნებელი. მუშაობს როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ასევე ზრდასრულებთან. პროფესიული გამოცდილება მოიცავს ფსიქოთერაპიულ, კლინიკურ და აკადემიურ საქმიანობას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა ფსიქო-ემოციურ განვითარებას, ჯანსაღ აღზრდას, ემოციურ კეთილდღეობასა და ადამიანების რესურსებზე დაფუძნებულ თერაპიულ პროცესს. პირისპირ ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნომერზე: 551 11 67 63.

შფოთვადეპრესიატრავმა
დავით ერაძე

დავით ერაძე

100 ₾

Tbilisi

კლინიკური ფსიქოლოგი (MA) და სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი მიდგომები: გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი თერაპია (Solution-Focused Brief Therapy — SFBT); EMDR Therapy - თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაცია და გადამუშავების თერაპია „საქართველოს მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის“ დამფუძნებელი . „ევროპის მოკლევადიანი თერაპიის ასოციაციის“ (EBTA) წევრი.

შფოთვადეპრესიატრავმა

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ავირჩიო ფსიქოლოგი თბილისში?

შეადარეთ სპეციალისტის გამოცდილება, მიმართულებები, ენები, სესიის ტიპი და ხელმისაწვდომი დრო. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეგიძლიათ დაჯავშნამდე მოგვწეროთ.

შემიძლია ონლაინ სესიის დაჯავშნა?

დიახ. Minds-Bridge-ზე შეგიძლიათ აირჩიოთ ონლაინ ან პირისპირ სესია, თუ კონკრეტული ფსიქოლოგი ორივე ფორმატს გთავაზობთ.

როგორ ხდება გადახდა?

დაჯავშნის შემდეგ ელფოსტით იღებთ გადახდის ინსტრუქციას. სესია დასტურდება გადახდის მიღებისა და შემოწმების შემდეგ.

რამდენ ხანს გრძელდება ფსიქოლოგის სესია?

Minds-Bridge-ზე სესიის ხანგრძლივობა 50 წუთია.

საჭიროა რეგისტრაცია სესიის დასაჯავშნად?

არა. სესიის დასაჯავშნად კლიენტის ანგარიშის შექმნა საჭირო არ არის. დაჯავშნის ფორმაში უთითებთ საკონტაქტო ინფორმაციას და ადასტურებთ ელფოსტას.

შემიძლია ონლაინ სესიის დაჯავშნა, თუ თბილისში არ ვცხოვრობ?

დიახ. შეგიძლიათ აირჩიოთ ონლაინ სესია და სესიაში ჩაერთოთ თქვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან, თუ შერჩეული ფსიქოლოგი ონლაინ სესიებს გთავაზობთ.