ელენე სანაძე
100 ₾ / სესია
Tbilisi
ფსიქოლოგის შესახებ
ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სპეციალიზაციით. აქვს 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ფსიქოლოგიურ ცენტრში, ისე სასკოლო გარემოში.
არის საქართველოს გამოსავალზე ფოკუსირებული მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.
მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შფოთვასა და სტრესთან დაკავშირებულ სირთულეებზე მუშაობა, თვითშეფასების გაძლიერება, სოციალური უნარებისა და ადაპტაციის ხელშეწყობა, ემოციური რეგულაციის უნარების განვითარება, ასევე ყურადღების კონცენტრაციასა და ქცევის სირთულეებთან მუშაობა.
პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული ბავშვისა და მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ემოციურ კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებას
მიმართულებები
ენები
Georgian
ქალაქი
Tbilisi
სესიის ტიპი
ადგილზე