Minds-Bridge
ნუცა იაშვილი

ნუცა იაშვილი

100 ₾ / სესია

Tbilisi

ფსიქოლოგის შესახებ

ნუცა (ნინო) იაშვილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია, 13-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ამჟამად მუშაობს ფსიქოლოგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და CBT ფსიქოთერაპევტად თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრში. ასევე ეწევა კერძო პრაქტიკას. 2025 წლის აპრილიდან 2026 წლის სექტემბრამდე იყო ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო/საკონსულტაციო ცენტრის „გამოსავალი“ ფსიქოთერაპევტი დამოკიდებულების მიმართულებით. ახორციელებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, არტ-თერაპიას და ატარებდა ინტერპერსონალური ურთიერთობების ტრენინგებს დამოკიდებულების მქონე პირთა ჯგუფებთან. 2021 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე იყო გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი, სადაც ახორციელებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოთერაპიას, ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციასა და სუიციდის პრევენციას. მანამდე მუშაობდა სკოლის ფსიქოლოგად, ასევე ფსიქოლოგად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. თერაპიულ მუშაობაში ეყრდნობა კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას (CBT). მუშაობს შფოთვის, დაბალი თვითშეფასების, ურთიერთობის სირთულეების, ემოციური რეგულაციის პრობლემებისა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამჟამად გადის CBT-ის EABCT-ის სალიცენზიო პროგრამას და არის საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების (GACBT) წევრი. თანაავტორია ემპათიისა და პროფესიული გადაწვის თემაზე რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევებისა. გთავაზობთ ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის მომსახურებას ზრდასრულებთან. საკონტაქტო ინფორმაცია: +995 577 33 57 56

მიმართულებები

დამოკიდებულებატრავმადეპრესიაშფოთვათვითშეფასება

მიდგომები

CBTარტთერაპიაფსიქოგანათლება

ენები

ქართული

ქალაქი

Tbilisi

სესიის ტიპი

ონლაინ, ადგილზე

ხელმისაწვდომობა

სესიის დაჯავშნა →
დაჯავშნა — ნუცა
ნუცა იაშვილი | ფსიქოლოგი Tbilisi · Minds-Bridge