Minds-Bridge
ელენე ნანობაშვილი

ელენე ნანობაშვილი

80 ₾ / სესია

Tbilisi

ფსიქოლოგის შესახებ

ვარ ფსიქოლოგი, დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და ამჟამად სპეციალიზაციას გავდივარ საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტში. მაქვს ბავშვებთან, თინეიჯერებთან და ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფში. მიმუშავია როგორც სპორტსმენებთან და სპორტულ გუნდებთან, ასევე შფოთვისა და სხვადასხვა ემოციური სირთულეების მქონე ადამიანებთან. ინდივიდის საჭიროებებიდან გამომდინარე, თერაპია შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე და კონკრეტულ საკითხზე ორიენტირებული, ასევე უფრო ხანგრძლივი. თერაპია ჩემთვის არის უსაფრთხო სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია თავი იგრძნოს მოსმენილად, გაგებულად და მიღებულად. ეს არ არის მხოლოდ სირთულეების გადალახვის პროცესი, არამედ საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, შინაგანი პოტენციალის აღმოჩენისა და შემდეგ ამ ყველაფრის ცხოვრებაში რეალიზების შესაძლებლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნდობა, კონფიდენციალურობა, პირადი საზღვრები და თერაპიული ურთიერთობის ეთიკური პრინციპების დაცვა. ვატარებ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ სესიებს, ქართულ და ასევე ინგლისურ ენებზე. პირველი კონსულტაცია უფასოა და ტარდება მხოლოდ ონლაინ ფორმატში, ორშაბათობით, 15:00-დან 18:00 საათამდე. კონსულტაციის ან სესიის დასაჯავშნად დამიკავშირდით ნომერზე: 599 18 54 72

მიმართულებები

შფოთვაურთიერთობებიკონსულტირებამშობლობათვითშეფასება

მიდგომები

ემოციებზე ფოკუსირებული თერაპია

ენები

ქართული, ინგლისური

ქალაქი

Tbilisi

სესიის ტიპი

ონლაინ, ადგილზე

ხელმისაწვდომობა

სესიის დაჯავშნა →
დაჯავშნა — ელენე
ელენე ნანობაშვილი | ფსიქოლოგი Tbilisi · Minds-Bridge